20/10/2025
🏡 ქონების გადასახადი (for English check below)
🗓 ვადები:
📅 3 ნოემბერი – ფიზიკური პირის (წინა წლის) ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა
💰 17 ნოემბერი – ქონების გადასახადის გადახდის ვადა
⚖️ ვის შეეხება:
ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა ან გადახდა გეხებათ, თუ:
1️⃣ მიმდინარე წლის 1 აპრილს ფლობდით მიწას; ან
2️⃣ წინა კალენდარულ წელს თქვენი ოჯახის წლიური შემოსავალი გადასახადების ჩათვლის აღემატებოდა 40,000 ლარს და ამავე დროს ფლობთ მიწის გარდა სხვა ქონებას (სახლი, ბინა, მანქანა, იახტა, ვერტმფრენი, თვითმფრინავი ან ნებისმიერი შენობა/მშენებლობა პროცესში).
💡 შენიშვნა:
თუ ფლობთ მხოლოდ სახლს ან ბინას და თქვენი წლიური შემოსავალი არ აღემატება 40,000 ლარს — არაფრის გაკეთება არ გჭირდებათ. თუმცა, თუ ფლობთ მიწას — ქონების გადასახადი უნდა გადაიხადოთ შემოსავლის მიუხედავად თუ არ სარგებლობთ შეღავათებით.
🌍 გადასახადის ოდენობა:
🏠 ქონება გარდა მიწისა (სახლი, ბინა და ა.შ.):
• 0.2%-დან 1%-მდე საბაზრო ღირებულებიდან
• თუ შემოსავალი 40,000–100,000 ლარია → 0.2%
• თუ შემოსავალი აღემატება 100,000 ლარს → 0.8% (შეიძლება გაიზარდოს 1%-მდე)
🌿 მიწა:
• გადასახადის განაკვეთი განსხვავდება მდებარეობის მიხედვით მიწის საზომ ერთეულზე.
• გარკვეული შეღავათები მოქმედებს, თუ მიწა რეგისტრირებულია სახლთან ერთად
💰 რა ღირებულებაზე დგინდება გადასახადი:
გადასახადი ითვლება ქონების საბაზრო ღირებულებაზე, რომელიც უნდა შეაფასოს მფლობელმა (დაახლოებით, შესყიდვის ხელშეკრულების, შეფასების დოკუმენტების ან საბაზრო მონაცემების საფუძველზე).
👨👩👧👦 რა იგულისხმება “ოჯახის წლიურ შემოსავალში გადასახადების ჩათვლით”:
• წლიური → წინა კალენდარული წლის შემოსავალი
• ოჯახის → მოიცავს შემოსავალს:
– თქვენ და თქვენი მეუღლის
– არასრულწლოვანი შვილების
– მშობლების, და-ძმის ან სხვა ერთად მცხოვრები პირების, თუ აქვთ საერთო ეკონომიკური საქმიანობა
• შემოსავალი მოიცავს როგორც ადგილობრივ, ასევე საგარეო შემოსავალს
• შემოსავალი მოიცავს საშემოსავლო გადასახადებსაც.
• თუ ფიზიკური პირი ხართ მცირე ბიზნესის სტატუსით → ქონების მიზნებისთვის შემოსავლად ითვლება ითვლება მხოლოდ მთლიანი შემოსავლის 25%
📄 რა მონაცემები გვჭირდება თქვენგან ქონების გადასახადის დეკლარაციის მოსამზადებლად:
✅ თქვენი ოჯახის წლიური შემოსავლის გაანგარიშება
✅ საჯარო რეესტრიდან ამონაწერები მიწისა და ქონების შესახებ
✅ RS.ge პირადი კაბინეტის მომხმარებლის სახელი და პაროლი
✅ თქვენს საკუთრებაში არსებული ქონების სავარაუდო ღირებულება
✅ ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც ეხმარება საბაზრო ღირებულების განსაზღვრას (შესყიდვის ხელშეკრულება, შეფასების ანგარიში, საბაზრო შეთავაზებები და ა.შ.)
📞 თუ გჭირდებათ დახმარება ქონების გადასახადთან დაკავშირებით, დაგვიკავშირდით:
👉 https://bit.ly/3IU3ZxP
💼 მომზადებულია შპს ალტერნატიული ბიზნეს გადაწყვეტილებების მიერ.
-----------------------------------------------------------------
🏡 PROPERTY TAX
🗓 Deadlines:
📅 3 November – Deadline for submitting your individual property tax declaration (for the previous year)
💰 17 November – Deadline for paying the property tax
⚖️ When does it affect you?
You need to file or pay property tax if:
1️⃣ You owned land as of 1 April of the current year; or
2️⃣ Your annual worldwide gross family income in the previous year was more than 40,000 GEL and you own property other than land (house, apartment, car, yacht, helicopter, airplane, or any building/construction in progress).
💡 Note: If you own property (other than land) but your income does not exceed 40,000 GEL, you don’t need to do anything.
However, if you own land, you must pay property tax regardless of income.
🌍 How much is the tax?
🏠 On Property:
• From 0.2% to 1% of the market value
• If income is 40,000 – 100,000 GEL → 0.2%
• If income is above 100,000 GEL → 0.8% (may be increased up to 1%)
🌿 On Land:
• Rates vary per square meter depending on location
• Some benefits apply if the land is registered together with a house
💰 What value is taxed?
The tax applies to the market value of the property, which should be estimated by the owner (approximately, based on available documents like purchase agreements, valuation reports or market data).
👨👩👧👦 What counts as "annual worldwide gross family income"?
• “Annual” → income from the previous calendar year
• “Family” → includes income of:
– You and your spouse
– Minor children
– (Optional) parents, siblings, or others living together and doing mutual business activity
• “Worldwide” → includes both local and foreign income
• “Gross” → include taxes in the income (before deduction)
• For Individual Entrepreneurs with small business status → include only 25% of annual income
📄 What we need from you to prepare your property tax declaration:
✅ Calculation of your annual worldwide gross family income
✅ Extracts from the Public Registry for your property and land
✅ User and password for your RS.ge private cabinet
✅ Estimated values of your owned properties
✅ Any documents that help estimate the market value (purchase agreements, valuation reports, market quotations, etc.)
If you need help with property tax please contact us:
https://bit.ly/3IU3ZxP
💼 Prepared by LLC Alternative Business Solutions (ABS)