31/08/2024
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის ამოქმედებამდე (01.01.2022 წლამდე) რეგისტრირებული სუბიექტი ვალდებულია, 2025 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ განხორციელდება კანონით გათვალისწინებული დამატებითი პროცედურები, მათ შორის შეჩერდება სუბიექტის რეგისტრაცია (რაც სხვა შეზღუდვებთან ერთად გულისხმობს ფინანსური ოპერაციების განხორციელების შეუძლებლობას). იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი 2026 წლის 1 აპრილამდე არ განახორციელებს კანონთან შესაბამისობაში მონაცემების მოყვანის პროცედურებს, მისი რეგისტრაცია გაუქმებულად ჩაითვლება. სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად განცხადებისა და დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში, იუსტიციის სახლებში, სხვა ავტორიზებულ პირებთან პირადად ან ელექტრონულად (ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის - my.gov.ge-ს მეშვეობით)