Rilven ERP

Rilven ERP AI-powered ERP system for accounting, HR, CRM, inventory, and finance with full IFRS compliance.

ინტელექტუალური და სანდო გადაწყვეტები  თქვენი ბიზნესისთვისჩვენ ვქმნით ჭკვიან, უსაფრთხო და მოდულურ სისტემებს თანამედროვე ბ...
01/08/2025

ინტელექტუალური და სანდო გადაწყვეტები თქვენი ბიზნესისთვის

ჩვენ ვქმნით ჭკვიან, უსაფრთხო და მოდულურ სისტემებს თანამედროვე ბიზნესისათვის. ჩვენი მთავარი პროდუქტი, Rilven ERP, აერთიანებს თქვენი ბიზნესის ძირითად ოპერაციებს მაქსიმალური სიზუსტით და მასშტაბურობით, AI-ზე დაფუძნებული ანალიზითა და მონაცემთა უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვით.

Rilva
ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჭკვიანი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ზუსტ ანალიტიკას, პროცესების სრულ ავტომატიზაციასა და ბიზნესის მუდმივ განვითარებას. შექმნილია ოპტიმალური გადაწყვეტილებების სწრაფად და ეფექტურად მისაღებად ყველა დონეზე.

ელექტრონული ხელმოწერა
უსაფრთხო და კანონმდებლობასთან შესაბამისი ციფრული ხელმოწერის პლატფორმა კონტრაქტების, ბრძანებებისა და შიდა პროცესებისთვის - სრულად ინტეგრირებული Rilven-ის ყველა მოდულთან.

ბუღალტერია
მოიპოვეთ სრული კონტროლი ფინანსებზე - IFRS-ის შესაბამისი ანგარიშგება, ბიუჯეტისა და გადასახადების ავტომატიზაცია, მრავალვალუტიანობა და ზუსტი აღრიცხვა ერთ ძლიერ მოდულში.

CRM
გააკონტროლეთ მომხმარებლის სრული გზა - ლიდიდან ერთგულ კლიენტამდე. ავტომატიზირეთ გაყიდვები, გააძლიერეთ ჩართულობა და გაზარდეთ შემოსავალი Rilven CRM-ის დახმარებით.

წარმოება
დაგეგმეთ და აკონტროლეთ წარმოების პროცესები BOM-ის, შეკვეთების, MRP-ის და ხარისხის უზრუნველყოფის გამოყენებით გამარტივებული ოპერაციებისთვის.

ვაჭრობა
საწარმო დონის სავაჭრო მოდული სუპერმარკეტებისა და ქსელური მაღაზიებისთვის, მოწინავე POS-ით, შტრიხკოდების სკანირებით, გადახდების დამუშავებით, ცვლის კონტროლით და რეალურ დროში ნაშტების სინქრონიზაციით. აღჭურვილია მოლარისა და ოპერატორის სპეციალური ინტერფეისებით სწრაფი და კომფორმტული გამოყენებისათვის.

დისტრიბუცია
ინვენტარის, საწყობისა და ლოჯისტიკის ოპტიმიზაცია რეალურ დროში მარაგების თვალყურის დევნების, სერიული მართვისა და შესრულების ავტომატიზაციის გამოყენებით.

ადამიანური რესურსების მართვა
თანამშრომელთა ცენტრალიზებული აღრიცხვა, რეკრუტირება, დასწრების კონტროლი, ხელფასების მართვა და შესრულების შეფასება ერთიან სისტემაში.

დავალებების მართვა
დაგეგმეთ, გადაანაწილეთ, აკონტროლეთ და იმუშავეთ გუნდთან ერთად ამოცანებზე. იდეალურია ყოველდღიური სამუშაოებისთვის, კოორდინაციისა და პროდუქტიულობის გასაზრდელად.

HRIS - ადამიანური რესურსების საინფორმაციო სისტემა
თანამედროვე HRIS სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო დროის ზუსტ აღრიცხვას, რეალურ დროში ანალიტიკას, თანამშრომელთა თვითმომსახურებასა და შესაბამისობის სრულყოფილ კონტროლს. ყოველი მოქმედება შესვლიდან გამოსვლამდე დეტალურად ფიქსირდება სისტემაში სრული გამჭვირვალობისა და ეფექტური მართვისთვის.

PSA - პროფესიონალური სერვისების ავტომატიზაცია
მართეთ პროექტების შესრულება, რესურსების დაგეგმვა, ანგარიშწორება და სამუშაო დროის აღრიცხვა ერთ მოდულში - იდეალურია მომსახურებაზე დაფუძნებული კომპანიებისთვის.

სრული აუდიტი და მონაცემების აღდგენა
მონაცემების ყოველი ცვლილება ინახება მომხმარებლის დეტალებით და დროის ნიშნულით. ასევე ძალიან მარტივადაა შესაძლებელი წინა ვერსიებიდან ნებისიერის აღდგენა.

სასტუმრო
სასტუმროს მართვის სრულფასოვანი გადაწყვეტა, რომელიც მოიცავს ნომრების დაჯავშნას, დასუფთავებას, გაყიდვების წერტილს (POS), ანგარიშწორებას და სტუმართა მომსახურებას ერთ სისტემაში.

კაფე და რესტორანი
ჭკვიანი POS კაფეებისა და რესტორნებისთვის. მენიუს, მაგიდების, სამზარეულოს და მარაგების მართვა სწრაფი მომსახურებისთვის, ნაკლები შეცდომებისა და კმაყოფილი სტუმრებისთვის.

აფთიაქი
სპეციალიზებული მოდული აფთიაქებისთვის. მარაგების, რეცეპტების, რეგულაციების შესაბამისობისა და გაყიდვების სრული მართვა.

აღმოაჩინეთ Rilven ინოვაციური ERP პლატფორმა, რომელიც აერთიანებს AI ანალიტიკას, ავტომატიზაციას და IFRS სტანდარტებს ბიზნესი...

Rilven HRIS წარმოადგენს ადამიანური რესურსების ახალი თაობის საინფორმაციო სისტემას. ავტომატიზაციის საშუალებით და რეალურ დრ...
31/07/2025

Rilven HRIS წარმოადგენს ადამიანური რესურსების ახალი თაობის საინფორმაციო სისტემას. ავტომატიზაციის საშუალებით და რეალურ დროში მონაცემების ანალიზისა და სრულად ციფრული პროცესების ინტეგრაციით შრომითი რესურსის მართვა გარდაიქმნება უფრო ეფექტურ, გამჭვირვალე და უსაფრთხო პროცესად, რომელიც ამცირებს ადმინისტრაციულ დატვირთვას და აუმჯობესებს ორგანიზაციულ ეფექტურობას.

სისტემა მოიცავს დროისა და დასწრების კონტროლს: თითოეული შესვლა და გასვლა ზუსტად რეგისტრირდება ინტეგრირებული ბარათის წამკითხველებით, ბიომეტრიული სკანერებით და AI სახის ამოცნობით, რაც გამორიცხავს მონაცემების ხელით შეყვანით გამოწვეულ შეცდომებს.

დროის აღრიცხვის გარდა, Rilven HRIS მართავს თანამშრომლების პროფილებს, კონტრაქტებს, განრიგებს, ორგანიზაციული სტრუქტურას და შესრულების ჩანაწერებს. თანამშრომლებს აქვთ წვდომა საკუთარი პროფილიდან სამუშაო საათების, ბრძანებების, ცნობების დათვალიერების, შვებულების მოთხოვნის გაგზავნის. ასევე პროფილიდან თავად შეუძლია პირადი ინფორმაცია განახლოს. ყველაფერ ეს ზრდის გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას.

სისტემა სრულად არის ინტეგრირებული Rilven HRM-თან და ანაზღაურების მოდულებთან, რითაც სამუშაო საათები, ზედმეტი დრო და გაცდენები ავტომატურად აისახება ანაზღაურების გამოთვლებსა და ოპერაციულ ანგარიშებში.

Rilven HRIS-ის საშუალებით თქვენ მიიღებთ შესაძლებლობას რეალურ დროში ნახოთ შრომითი რესურსის აქტივობები რაც დაეხმარება თქვენს კომპანიას ეფექტურ მართვაში.

Rilva AI არის Rilven ERP ეკოსისტემის ინტელექტუალური ბირთვი, რომელიც უზრუნველყოფს ავტომატიზაციას, ანალიტიკას და რეალურ დრ...
31/07/2025

Rilva AI არის Rilven ERP ეკოსისტემის ინტელექტუალური ბირთვი, რომელიც უზრუნველყოფს ავტომატიზაციას, ანალიტიკას და რეალურ დროში გადაწყვეტილების მიღებას მთელ თქვენს ორგანიზაციაში. Rilva AI არ არის მხოლოდ დამხმარე ფუნქცია, არამედ მოიცავს ჩაშენებულ AI ჩატბოტ ასისტენტს, რომელიც გეხამრებათ ნავიგაციაში, ანალიზში და მოქმედებაში უფრო სწრაფად, ვიდრე ოდესმე. იქნება ეს ფინანსების გადახედვა, ოპერაციების მართვა თუ HR მონაცემების შემოწმება, Rilva უზრუნველყოფს კონტექსტურ რეკომენდაციებს, პროგნოზებს და ამოცანების ავტომატიზაციას თქვენი როლისა და მიზნების გათვალისწინებით. მისი სასაუბრო ინტერფეისით, Rilva ჩატბოტი პასუხობს კითხვებზე, ასრულებს ბრძანებებს, იღებს ანგარიშებს და მომხმარებლებს რთული სამუშაო პროცესების მეშვეობით ბუნებრივი ენით აწვდის ინფორმაციას. ეს ნიშნავს, რომ თქვენ გყავთ ექსპერტი 24/7 პროგნოზული ანალიტიკიდან პროაქტიულ დახმარებამდე.

Address

145 Beliashvili Street
Tbilisi
0159

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Rilven ERP posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share