Maka Leladze პერსონალური ქოუჩი, ქალთა ენერგო ტრენერი, ექიმი-თერაპევტი

  • Page d'Accueil
  • France
  • Lyon
  • Maka Leladze პერსონალური ქოუჩი, ქალთა ენერგო ტრენერი, ექიმი-თერაპევტი

Maka Leladze პერსონალური ქოუჩი, ქალთა ენერგო ტრენერი, ექიმი-თერაპევტი ექიმი-თერაპევტი, ფსიქოლოგი, ქალთა ენე?

იმედი არ მოგვიშალოს ღმერთმა  🙏ოთახში ოთხი სანთელი ენთო. ისინი მშვიდად იწოდნენ და ნელ-ნელა დნებოდნენ.ირგვლივ ისეთი სიჩუმე...
19/03/2020

იმედი არ მოგვიშალოს ღმერთმა 🙏

ოთახში ოთხი სანთელი ენთო. ისინი მშვიდად იწოდნენ და ნელ-ნელა დნებოდნენ.
ირგვლივ ისეთი სიჩუმე იყო, რომ ალის ხმა ისმოდა, რომელშიც, მათი ლაპარაკის
გარკვევა შეიძლებოდა.
პირველმა სანთელმა თქვა:
- მე სიმშვიდე ვარ. სამწუხაროდ ადამიანებს ჩემი გაფრთხილება არ შეუძლიათ. ამიტომ,
მე ჩავქრები. - და მართლაც, მისი ალი ჩაქრა.
მეორე სანთელმა თქვა:
- მე რწმენა ვარ. სამწუხაროდ, არავის ვჭირდები. ადამიანებს, ჩემს შესახებ, არაფრის
გაგონება არ უნდათ. ამიტომ, არანაირი აზრი არა აქვს, რომ ვენთო. -ძლივს მოასწრო
ამის თქმა და ჩაქრა.
დამწუხრებული ხმით, მესამემ თქვა:
- მე სიყვარული ვარ. ძალა აღარ შემწევს, რომ წვა გავაგრძელო. ადამიანები არ
მიფრთხილდებიან. მათ არ შეუძლიათ სიყვარულის არც გაცემა, არც მიღება. - და ეს
სანთელიც ჩაქრა.
ამ დროს ოთახში ბავშვი შემოვიდა. როდესაც ჩამქრალი სანთლები დაინახა, შეეშინდა
და დაიყვირა:
- რას აკეთებთ?! თქვენ უნდა ენთოთ! მე სიბნელის მეშინია - და ტირილი დაიწყო.
ამ სანახაობით აღელვებულმა, მეოთხე სანთელმა ბავშვს უთხრა:
-ნუ გეშინია და ნუ ტირი! ვიდრე მე ვანათებ, შეგიძლია დანარჩენი სამი სანთელიც
აანთო.
მე, იმედი ვარ.

გვჯეროდეს -  ,,  ცხოვრებაში ყველაფერი ხდება უკეთესობებისათვის" „ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა“… ამიტომ დღეიდან…ცხოვრება ძალი...
07/03/2020

გვჯეროდეს -
,, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება უკეთესობებისათვის"

„ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა“… ამიტომ დღეიდან…

ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისათვის რომ დილით გაიღვიძო წუწუნში, სინანულში დარდში და წუხილში
ამიტომ დღეიდან

— მადლიერებით შევეგებოთ ყოველ გათენებულ დღეს
— გავუგზავნოთ სიყვარული ყველას ვისაც ვუყვარვართ და ჩუმად, მათაც ვისაც არ „ვევასებით“
— გავცეთ რაც შეიძლება მეტი სითბო საყვარელი ადამიანების მიმართ,
— ვაპატიოთ ყველას ვისაც არასწორად ვთვლით
— ვირწმუნოთ ადამიანების და
— გვჯეროდეს — ცხოვრებაში ყველაფერი ხდება უკეთესობებისთვის.
მივცეთ თავს უფლება ვიყოთ ბედნიერი და მთელი სხეული შევივსოთ სიცოცხლით!

თამარ კვარაცხელია.

იგავი : ,,ორი ფრთა , რომლებითაც შეგიძლია რომ გაფრინდე"ერთხელ, დაღლილი ჩიტი ჩამოჯდა ტოტზე დასასვენებლად. ის ტკბებოდა საკუ...
11/01/2020

იგავი :
,,ორი ფრთა , რომლებითაც შეგიძლია რომ გაფრინდე"

ერთხელ, დაღლილი ჩიტი ჩამოჯდა ტოტზე დასასვენებლად. ის ტკბებოდა საკუთარი უსაფრთხოებით და თვალწინ გადაშლილი საოცარი ხედებით. ის ჟღურტულებდა და თამაშობდა სხვა ჩიტებთან ერთად.
მაგრამ ვერც კი მოასწრო წესიერად მიჩვეოდა ამ ტოტს, თავის საიმედო საყრდენს და უსაფრთხოების ერთგვარ გარანტს, რომ დაუბერა ძლიერმა ქარმა და ტოტი ისე ძლიერ ააქანავა, რომ თითქოს ეს ეს არის უნდა მოტყდესო.
მაგრამ ჩიტი, თითქოს არაფერიო, საერთოდ არ აღელვებულა და აგრძელებდა ტოტზე ჯდომას იმიტომ, რომ მან იცოდა ორი მნიშვნელოვანი რამ:
პირველი — თუნდაც ტოტი მოტყდეს, მას შეუძლია გაფრინდეს. მის ორ ფრთას შეუძლია უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება.
მეორე — ირგვლივ უამრავი ტოტია, რომელზეც მას შეუძლია იპოვოს დროებითი თავშესაფარი.
ეს მაგალითი იდეალურად აღწერს ჩვენს დამოკიდებულებას გარემომცველ სამყაროსთან, ჩვენს საკუთრებასთან, ჩვენს პროფესიულ და საზოგადოებრივ მიღწევებთან, ჩვენს კავშირებთან. ჩვენ გვაქვს სრული უფლება ვისარგებლოთ საკუთრებით, კავშირებით, მდგომარეობით. ჩვენ შეგვიძლია დავტკბეთ ყველა იმ სიამოვნებით, რომელთა მიღებაც მათგან შეგვიძლია.
მაგრამ არ ღირს შიშის განცდა, თუ მოგვეჩვენა რომ ჩვენი კეთილდღეობა შეირყა და შეიძლება გაქრეს. ყველაფერი ამ ქვეყნად იცვლება და შეიძლება გაქრეს ნებისმიერ წამს. ჩვენი ძლიერება ამ გარეგნულ მოჩვენებით საგნებში კი არ არის, არამედ უფრო იმაში, რაც ჩვენს შიგნითაა — სიყვარულის და სიბრძნის ფრთებში.
სწორედ ეს ორი ფრთა უნდა გახდეს ჩვენი უსაფრთხოების საფუძველი და ჩვენი სიხარულის და ბედნიერების წყარო.
როცა ჩვენ ვისწავლით უანგარო სიყვარულს და ვეზიარებით სიბრძნეს, უბედურება და შიშები გაქრება.
მაშ, მოდით, დავტკბეთ მატერიალური სამაყაროს კეთილდღეობით, მაგრამ ნუ ჩავვარდებით ილუზიაში და ნუ ჩავთვლით, რომ ჩვენი უსაფრთხოება და ჩვენი ბედნიერება დამოკიდებულია მატერიალურ საგნებზე.
როცა ჩვენ დამოკიდებული და მიჯაჭვული ვართ ვიღაცაზე ან რაღაცაზე, მაშინ ვკარგავთ ძალას, თავისუფლებას და ბედნიერებას.

ხვიჩა მებონია.

02/01/2020
02/01/2020

გილოცავთ ყველას ბედობას,
დაგბედებოდეთ ჯანმრთელობა ბედნიერება სიხარული სიყვარული სიმშვიდე სიუხვე
🥰💶💸💃🎁❤💗💋💗

მოემზადეთ - ნებისმიერ პროცესს სჭირდება მზაობა.თქვენ ფიზიკურად და მორალურად მზად უნდა იყოთ წარმატებისთვის და ის აუცილებლა...
29/12/2019

მოემზადეთ -
ნებისმიერ პროცესს სჭირდება მზაობა.
თქვენ ფიზიკურად და მორალურად მზად უნდა იყოთ წარმატებისთვის და ის აუცილებლად მოვა.

ლონდონის ერთ ერთ კლინიკაში, მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი: მთავრი ქირურგი, ყოველ საღამოს, ოპერციის წინ სტუმრობდა პა...
15/12/2019

ლონდონის ერთ ერთ კლინიკაში, მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი: მთავრი ქირურგი, ყოველ საღამოს, ოპერციის წინ სტუმრობდა პაციენტებს, კითხვებზე სცემდა პასუხს და უხსნიდა ოპერაციის აერთო მდგომარეობა. სანამ ქირურგი ელაპარაკებოდა, მას ეჭირა პაციენტის ხელი . ასეთი პაციენტები გამოჯანმრთელდნენ სხვებზე (ვინც არ მონაწილეოდა) გაცილებით( 3-ჯერ) სწრაფად. როდესაც მზრუნველობით ვეხებით ვინმეს, იცვება როგორც ჩვენი ისე მისი ფიზიოლოგია: მცირდება ჰორმონალური სტრესის დონე, ეშვება ნერვიული დაძაბულობა, ემოციური მდგომარეობა. არსებოს მოსაზრება: თუ ჩვენ ყოვედღიურად არ შემოვეხვევით 7-8ადამიანს, განწირულები ვართ ავადმყოფობებისთვის.

25/11/2019
💃🦋🌺🌸🌼
21/11/2019

💃🦋🌺🌸🌼

ბრძნულად გავატაროთ თითოეული დღე🤔🥰
04/11/2019

ბრძნულად გავატაროთ თითოეული დღე🤔🥰

არ დანებდეთ არასოდეს სანამ თქვენსას არ მიაღწევთ 😍
29/10/2019

არ დანებდეთ არასოდეს სანამ თქვენსას არ მიაღწევთ 😍

Adresse

Lyon

Site Web

Notifications

Soyez le premier à savoir et laissez-nous vous envoyer un courriel lorsque Maka Leladze პერსონალური ქოუჩი, ქალთა ენერგო ტრენერი, ექიმი-თერაპევტი publie des nouvelles et des promotions. Votre adresse e-mail ne sera pas utilisée à d'autres fins, et vous pouvez vous désabonner à tout moment.

Contacter L'entreprise

Envoyer un message à Maka Leladze პერსონალური ქოუჩი, ქალთა ენერგო ტრენერი, ექიმი-თერაპევტი:

Partager