მომავლის ფონდი / future fund

მომავლის ფონდი / future fund Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from მომავლის ფონდი / future fund, Financial planner, javaxishvili #24, Kutaisi.

მომავლის ფონდი კვლავ აგრძელებს საქველმოქმედო საქმიანობას, ამჯერად შალამბერიძეების ოჯახს ვესტუმრეთ, სადაც ხუთი მცირეწლოვა...
31/12/2021

მომავლის ფონდი კვლავ აგრძელებს საქველმოქმედო საქმიანობას, ამჯერად შალამბერიძეების ოჯახს ვესტუმრეთ, სადაც ხუთი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს, ოჯახი კი უკიდურესად გაჭირვებულია. გვიხარია, რომ კვლავ შევძელით ბავშვების გახარება წინა საახალწლოდ.
საქველმოქმედო აქცია საშობაოდაც გაგრძელდება და ნებისმიერ თქვენთაგანს ექნება შესაძლებლობა შემოგვიერთდეს და ერთად ვაკეთოთ სიკეთე.
აქვე გვინდა ბოდიში მოვუხადოთ ყველას, ვინც შეგვეხმიანა დახმარების თხოვნით და ჯერჯერობით მწირი რესურსების გამო ვერ შევძელით მათთვის დახმარების აღმოჩენა.
თქვენამდეც აუცილებლად მოვალთ❤️

ალბათ ბევრმა ნახეთ ეს ვიდეო, სადაც მარტოხელა დედა სააღდგომოდ მშივრად დარჩენილი ბავშვებისათვის საკვებსა და დახმარებას ითხ...
03/05/2021

ალბათ ბევრმა ნახეთ ეს ვიდეო, სადაც მარტოხელა დედა სააღდგომოდ მშივრად დარჩენილი ბავშვებისათვის საკვებსა და დახმარებას ითხოვდა. მომავალის ფონდის დახმარებით ბავშვებს უახლოეს მომავალში საკვების პრობლემა ნამდვილად არ ექნებათ, თუმცა გასაკეთებელი გაცილებით უფრო მეტია.ანი და საბა ისევ გველოდებიან, ჩვენ აუცილებლად გადავცემთ მათ პულტიან მანქანასა და თოჯინას, თუმცა სამწუხაროდ მათთან ერთად სხვა ბევრი ბავშვიც გველოდება. შესაბამისად მხოლოდ ერთად ყოფნით, ერთმანეთის სიყვარულითა და თანადგომით არის შესაძლებელი მსგავსი კეთილშობილური საქმეების კეთება. აქვე ბოდიში გვინდა მოუხადოთ ყველა იმ ადამიანს ვისი დახმარებაც ჯერ ვერ შევძელით, მათი გამოხმაურების და მიუხედავად, ვინაიდან სამწუხაროდ ჩვენი რესურსებიც საკმაოდ შეზღუდულია. თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენთანაც მოვიდეთ. ❤

19/04/2020

ქრისტე აღდგა!
გილოცავთ ძვირფასო მეგობრებო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას.

🙏მეგობრებო, ვიცი გაგიხარდებათ და ჩვენც ძალიან გვიხარია, რომ უფასო პურის გაცემის კიდევ ერთი, მესამე პუნქტი დავამატეთ მარკ...
17/04/2020

🙏მეგობრებო, ვიცი გაგიხარდებათ და ჩვენც ძალიან გვიხარია, რომ უფასო პურის გაცემის კიდევ ერთი, მესამე პუნქტი დავამატეთ მარკეტ ოაზის+ (მისამართი: ქუთაისი, გუგუნავას 15).
სამწუხაროდ, საკმაოდ მზარდია მოთხოვნა უფასო პურზე. გვიჭირს ყველას დაკმაყოფილება, თუმცა ვცდილობთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ.
პროექტში მონაწილეობისათვის მადლობა მარკეტ ოაზის+.
👐გააზიარეთ ეს პოსტი, ხმა მივაწვდინოთ მათ ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება.

#ერთადშევძლებთ

#ჩვენგავიმარჯვებთ

🙏მადლობა რომ ემსახურებით საქართველოს!დღეიდან საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, ჩვენი ორგანიზებით,  გმირ ექიმებს  და პ...
13/04/2020

🙏მადლობა რომ ემსახურებით საქართველოს!
დღეიდან საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, ჩვენი ორგანიზებით, გმირ ექიმებს და პოლიციის ეკიპაჟებს უფასო ყავით, ჩაით, წყლით და ნამცხვარით მადლიერი მოქალაქეების სახელით გაუმასპინძლდებით.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი
🚑გაიცანით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი, ქალბატონი მანანა მეფარიძე, რომელიც უკვე 35 წელია საქართველოს თეთრი ხალათით ემსახურება.
ის ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდა აფხაზეთის ომში, აგვისტოს მოვლენებისას და დღეს თავადაც რისკის ჯგუფში მყოფი უხილავ მტერთან ფრონტის წინა ხაზზეა.
ქალბატონი მანანა გაჭირვების წლებსაც იხსენებს, როცა არ იყო არც შუქი, არც სასწრაფოს მანქანისთვის საკმარისი საწვავი და არც სხვა აუცილებელი საშუალებები იყო ხელმისაწვდომი, მაგრამ გამოძახებაზე ფეხით მისულს პაციენტისათვის მაინც გაუწევია დახმარება და გადაურჩენია არაერთი სიცოცხლე.
👏დიდხანს ვფიქრობდით თუ როგორ გამოგვეხატა მადლიერება და გაგვემხნევებინა COVID-19 წინააღმდეგ ფრონტის წინა ხაზის მებრძოლი გმირი ექიმები და პოლიციელები. ამისათვის ჩვენ დავიწყეთ აქცია მადლობა რომ ემსახურებით საქართველოს და ქუთაისში,
გემრიელი სახლი • Tasty House -ის (მისამართი: ქუთაისი, ჭავაჭავაძის 21ა) დრაივზე, მანქანებიდან გადმოუსვლელად გმირ ექიმებს და პოლიციას უფასოდ მოვემსახურებით ყავით, ჩაით, წყალით და ნამცხვარით.
შეიტანეთ თქვენი წვლილი მადლიერების გამოხატვაში და გააზიარეთ ეს პოსტი ჰეშთეგით #მადლობარომემსახურებითსაქართველოს
განსაკუთრებული მადლობა პროექტის პარტნიორს
გემრიელი სახლი • Tasty House,რომლის მონაწილეობითაც შესაძლებელი გახდა პროექტის განხორციელება.
ასევე, პროექტში მონაწილეობისათვის მადლობას ვუხდით
Water Sno • წყალი სნო

#მადლობარომემსახურებითსაქართველოს

#ერთადგავიმარჯვებთ

ემ ჯი მარკეტი  Dinmart • დინმარტიდაპირებისამებრ ჩვენ ვაგრძელებთ  და ვაფართოვებთ მოსახლეობის გაჭირვებული ნაწილისათვის უფა...
12/04/2020

ემ ჯი მარკეტი Dinmart • დინმარტი
დაპირებისამებრ ჩვენ ვაგრძელებთ და ვაფართოვებთ მოსახლეობის გაჭირვებული ნაწილისათვის უფასო პურის მიწოდების პროგრამას. დაგვემატა მეორე ლოკაციაც, მარკეტი ემ ჯი (მისამართი: ქუთაისი, ჭავჭავაძის 31).
გასული ერთი კვირის განმავლობაში სუპერ მარკეტ დინმარტში ( მისამართი: ქუთაისი,ფალიაშვილის ქუჩა #37, ლადო მესხიშვილის თეატრის უკან) უკვე შევძელით რამოდენიმე ასეული ადამიანისათვის ყოველდღიურად უფასოდ მიგვეწოდებინა პური .
მოხარულები ვართ, რომ გვაქვს საშუალება ამ ყველასათვის მძიმე პერიოდში ერთად ვიზრუნოთ მათზე ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება.
მომავლის ფონდი მადლობას უხდის კომპანია ემ ჯის და ყველა მის პარტნიორს პროექტში მონაწილეობისთვის.
გთხოვთ გააზიაროთ ეს პოსტი და ამით დაგვეხმაროთ რათა ხმა მივაწვდინოთ მათ ვისაც ვჭირდებით.
#ერთადშევძლებთ

#ჩვენგავიმარჯვებთ

Dinmart • დინმარტიქვეყანაში შექმნილი მძიმე სიტუაციიდან გამომდინარე, რასაც თან ერთვის საგანგებო მდგომარეობაც,  'მომავლის ...
06/04/2020

Dinmart • დინმარტი
ქვეყანაში შექმნილი მძიმე სიტუაციიდან გამომდინარე, რასაც თან ერთვის საგანგებო მდგომარეობაც, 'მომავლის ფონდი' მოსახლეობის გაჭირვებული ნაწილისათვის (სამწუხაროდ ასეთი მოქალაქეების რაოდენობა იმაზე მეტია ვიდრე წარდმოგიდგენიათ) ახორციელებს უფასო პურის მიწოდების პროგრამას .
6 აპრილიდან 22 აპრილამდე ჯამში რამოდენიმე ასეული ადამიანი შეძლებს ყოველდღიურად უფასო პურის მიღებას.
ჯერჯერობით პროექტი ხორციელდება სუპერ მარკეტ დინმარტში ( მისამართი: ქუთაისი,ფალიაშვილის ქუჩა #37, ლადო მესხიშვილის თეატრის უკან)
პროექტის მხარდაჭერისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით შ.პ.ს 'ალატი'-ს და მის დამფუძნებელს ბატონ ნოდარ ჩიხლაძეს, ასევე შ.პ.ს "ეკო"-ს ადმინისტრაციას.
უახლოეს ხანებში პროექტს სხვა სავაჭრო ობიექტებშიც დაემატება, რაც უფასო პურით უფრო მეტი ჩვენს თანამოქალაქის დახმარების საშუალებას მოგვცემს. პროექტის მიმდინარეობის და ახალი ობიექტების დამატების თაობაზე პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას ჩვენი გვერდის მეშვეობით.
იმისათვის, რომ დროულად მივიტანოთ ინფორმაცია იმ ადამიანებამდე ვისაც დახმარება სჭირდება,
გთხოვთ გაავრცელოთ ეს პოსტი.

#ერთადშევძლებთ

#ჩვენგავიმარჯვებთ

21/01/2020

ყურადღება! სასწრაფოდ გვესაჭიროება სისხლი, პირველი ჯგუფის რეზუს უარყოფითი, ქუთაისში.
თუ ვინმეს შეგიძლიათ დახმარება გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 593 253 124.

,,მომავლის ფონდი’’ კვლავ აგრძელებს თავის ქველმოქმედებას ყველაზე მეტად, გაუსაძლის ყოფაში  არსებული ოჯახებისათვის.  ამჯერა...
10/06/2018

,,მომავლის ფონდი’’ კვლავ აგრძელებს თავის ქველმოქმედებას ყველაზე მეტად, გაუსაძლის ყოფაში არსებული ოჯახებისათვის. ამჯერად ფონდმა არჩევანი გააკეთა დენისენკო ელვირას ოჯახზე, რომელიც ვაჟთან ერთად ცხოვრობს. მოხუც დედასა და შვილს ურთულეს პირობებში უწევთ თავის გატანა. დედა ხშირად ავადმყოფობს და ექიმების მითითებით წოლითი რეჟიმი დაენიშნა. ქალბატონ ელვირას ვაჟს კი წლების წინ მომხდარი უბედური შემთხვევის გამო ცალი ფეხი ამპუტირებული აქვს, რის გამოც ის შრომისუუნაროა. მათი შემოსავლის ერთადერთ წყაროს დედის პენსია და სოციალური დახმარება წარმოადგენს. სიდუხჭირის გამო დედა-შვილი ვერ ახერხებს მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტების შეძენას. უჭირთ დამოუკიდებლად გადაადგილებაც, რის გამოც ვერ გადიან ექიმთან კონსულტაციას საჭირო ინტენსივობით. ოჯახის სანიტარულ-ჰიგიენური და ყოფითი მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

Address

Javaxishvili #24
Kutaisi
4600

Telephone

+995593757301

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მომავლის ფონდი / future fund posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to მომავლის ფონდი / future fund:

Share