18/06/2026
📚 13 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშება“, რომელსაც უძღვებოდა ლინოს თანადამფუძნებელი და IFRS ექსპერტი ნანო სამყურაშვილი
შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ბიზნესის, ასევე ეკონომიკის სკოლის სტუდენტები.
შეხვედრის ფარგლებში, განხილული იყო კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის: მეკავშირე და შვილობილი საწარმოები, ერთობლივი საწარმოები, სხვა საწარმოთა წილობრივი ინსტრუმენტები, ჯგუფის ფინანსურ ანგარიშგებაში ელიმინაციების განხორციელების პრინციპები და გუდვილის გაანგარიშების მეთოდები.
სპიკერმა მონაწილეებს გაუზიარა როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების (IFRS) გამოყენების მიმართულებით. რეალური მაგალითებისა და პრაქტიკული ქეისების განხილვამ სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა უკეთ გაეაზრებინათ კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესი და მასთან დაკავშირებული გამოწვევები.
ლექცია ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული პასუხები.
📚მადლობას ვუხდით კავკასიის უნივერსიტეტს მოწვევისა და საინტერესო დისკუსიისთვის.