28/05/2026
📣 თუ ამერიკის ბაზარზე მუშაობა გსურთ, აუცილებლად გაეცანით პოსტს
🚀 FAS Group იწყებს ფინანსური ჰაბის მშენებლობას.
FAS Group უკვე ოპერირებს როგორც საქართველოში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში და აწვდის ბუღალტრულ, ფინანსურ, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურებას ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს.
ბაზარზე არსებული მოთხოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, ვიწყებთ ფინანსური ჰაბის ფორმირებას, რომლის მიზანია თანამედროვე და კონკურენტუნარიანი კადრების გადამზადება როგორც საქართველოს, ისე აშშ-ის ბაზრისთვის. 🇬🇪🇺🇸
პროექტის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა აირჩიონ სასურველი მიმართულება და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება რეალურ სამუშაო პროცესებში.
🔸მიმართულებები:
• ბუღალტრული აღრიცხვა
• საგადასახადო მიმართულება
• ფინანსური ანალიზი
• აუდიტი
პროგრამა განკუთვნილია:
✔ მოქმედი ბუღალტრების, ფინანსისტებისა და აუდიტორებისთვის
✔ სტუდენტებისთვის
✔ დამწყები სპეციალისტებისთვის
✔ ადამიანებისთვის, ვისაც საერთაშორისო ბაზარზე განვითარება სურთ
🌍საუკეთესო მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა გახდნენ FAS Group-ის საერთაშორისო გუნდის ნაწილი და ჩაერთონ როგორც ქართულ, ისე ამერიკულ პროექტებში.
📩 რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა და აირჩიეთ სასურველი მიმართულება.
🖇️ https://forms.gle/eHb6ATWVtR5Ers4x6
FAS Group - ვქმნით რეგიონულ ფინანსურ ეკოსისტემას, რომელიც აკავშირებს საქართველოსა და ამერიკის ბაზრებს, პროფესიონალებსა და ახალ შესაძლებლობებს.
⚠️ დედლაინი: 28 ივნისი
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ: 📩 [email protected]