13/08/2025
მიმდინარე წლის 5 აგვისტოს გამოქვეყნდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილება, რომლის თანახმად, 2025 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება ავანსის ანგარიშ-ფაქტურის განაშთვის ახალი წესი.
ცვლილების თანახმად, ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის განაშთვის პროცესი განხორციელდება არა დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციაში, არამედ საბოლოო მიწოდების საფ/ნსაფ-ში, რომლის მიხედვითაც მოხდება მიწოდებულ საქონელზე/გაწეულ მომსახურებაზე დარიცხული დღგ-ის თანხის შემცირება. შესაბამისად, ელექტრონულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას დაემატა ახალი ველი და ჩამოყალიბდა ახალი დანართის სახით (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დანართი №III-052 და ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დანართი №III-091), რომელშიც შესაბამისი ველების/სტრიქონების გამოყენებით მოხდება წინასწარ მიღებულ საკომპენსაციო თანხაზე გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, კორექტირების) მონაცემების ასახვა და დღგ-ის თანხის განაშთვა (შემცირება).
საყურადღებოა, რომ წარმოდგენილი ცვლილებები გავრცელდება 2025 წლის 1 სექტემბრის შემდეგ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე