საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია

საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა ?

საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია (ბაფი) არის რეგისტრირებული კავშირი (არასამთავრობო, არაკომერციული საზოგადოებრივი ორგანიზაცია).

იგი შეიქმნა 1998 წლის აპრილში ბუღალტერთა კლუბისა და ბუღალტერთა ასოციაციის გაერთიანების შედეგად. ბაფი ითვლება საქართველოს ბუღალტერთა კლუბის (დაფუძნდა 1996 წლის 17 დეკემბერს) სამართალმემკვიდრედ.

ფედერაციის წევრები არიან იურიდიული და ფიზიკური პირები

. ბაფს, 2021 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, ჰყავს 53 კორპორაციული (იურიდიული პირი) წევრი და 6714 წევრი ფიზიკური პირი.

ბაფის ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით:
• მიღებულ იქნა საქართველოს კანონი: „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ (1999 წელი) და „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ (2012 წელი);
• ბაფი 2000 წელს პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან პირველი გახდა IFAC-ის ნამდვილი წევრი;
• დაფუძნდა პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი (სასწავლო ცენტრი) და ყოველთვიური სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი „ბუღალტრული აღრიცხვა“;
• ჩამოყალიბდა სპეციალისტთა გადამზადებისა და განგრძობითი სწავლების სისტემა და დამკვიდრდა პროფესიული სერტიფიცირება;
• ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები აღიარებულ იქნა საქართველოს ეროვნულ სტანდარტებად;
• პერიოდულად ითარგმნებოდა და გამოიცემოდა ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები. მზადდებოდა და გამოიცემოდა მათი პრაქტიკაში გამოყენებისათვის საჭირო ლიტერატურა;
• დაფუძნდა ბუღალტერთა და აუდიტორთა რეგიონალური ფედერაცია „ევრაზია“;
• ჩატარდა 12 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით;
• მომზადდა და ნორმატიული აქტების სახით გამოიცა მცირე ბიზნესის ბუღალტრული აღრიცხვის გამარტივებული სტანდარტები (2004 წელი) და არაკომერციული იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტი (2006 წელი);
• ითარგმნა და გამოიცა: მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (2014 წელი); მომსახურების ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტი და მისი გამოყენების სახელმძღვანელოები (2014-16 წელი);
• პერიოდულად გამოიცემოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის კომენტარები;
• ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით გადამზადდა 30000-ზე მეტი ბუღალტერი;
• მთავარი ბუღალტრის სერტიფიცირების პროგრამაში მონაწილეობდა 2500-მდე პირი;
• პროფესიონალი ბუღალტრის სტატუსი მოიპოვა 778 პირმა;
• მიმდინარე ეტაპზე პროფესიული სერტიფიცირების პროგრამაში მონაწილეობს სერტიფიცირების 12000-ზე მეტი კანდიდატი.

ℹ️ბაფის სემინარები 2026 | ივნისის სემინარები N4, N5, N6 ,N7🔹მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო, ბაფის წევრებისთვის 2026 ...
09/06/2026

ℹ️ბაფის სემინარები 2026 | ივნისის სემინარები N4, N5, N6 ,N7

🔹მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო,

ბაფის წევრებისთვის 2026 წელს დაგეგმილი სემინარების ფარგლებში მიმდინარეობს ივნისის თვის სემინარებზე რეგისტრაცია.

🔹სემინარი ჩატარდება ონლაინ, პროგრამა ზუმის საშუალებით. (ზუმის ლინქს მიიღებთ 2 დღით ადრე სემინარის დაწყებამდე)

📨რეგისტრაციისთვის აუცილებელი პირობაა ქვემოთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმის შევსება და გადახდის დამადასტურებელი საბუთის გამოგზავნა ბაფის მეილზე: [email protected] არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივნისამდე.

💳გადახდა უნდა მოხდეს ბაფის საბანკო ანგარიშზე:

სს თიბისი ბანკი - კოდი: TBCBGE 22, ა/ა GE83TB0600000000700665

სს საქართველოს ბანკი - კოდი BAGAGE22, ა/ა GE30BG0000000525708648

⚠️დანიშნულებაში მიუთითეთ: თქვენი სახელი, გვარი, სემინარის დასახელება
-------------------------------------------------------------------

🔹სემინარი 4. სამართლიანი ღირებულების შეფასება (მსს ფასს-ის მიხედვით)

👤ლექტორი: ლელა კუპრაშვილი

📅ჩატარების თარიღი: 18.06.2026

🕒დაწყების დრო: 15:00

🕒ხანგრძლივობა: 3 სთ

🔗რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:

https://forms.gle/hpmfsUcpv7A2DM4r6
-------------------------------------------------------------------
🔹სემინარი 5. საგადასახადო კანონმდებლობაში 2025-2026 წელში შესული ცვლილებებისა და

სიახლეების მიმოხილვა 1

👤ლექტორი: დავით პაპიაშვილი

📅ჩატარების თარიღი: 24.06.2026

🕒დაწყების დრო: 15:00

🕒ხანგრძლივობა: 3 სთ

🔗რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:

https://forms.gle/QeYyHnJ3ihKXcVJ29
-------------------------------------------------------------------
🔹სემინარი 6. საგადასახადო კანონმდებლობაში 2025-2026 წელში შესული ცვლილებებისა და სიახლეების მიმოხილვა 2

👤ლექტორი: დავით პაპიაშვილი

📅ჩატარების თარიღი: 25.06.2026

🕒დაწყების დრო: 15:00

🕒ხანგრძლივობა: 3 სთ

🔗რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:

https://forms.gle/AVfHF4t7GMgBCQ7X8
-------------------------------------------------------------------
🔹სემინარი 7. ამონაგები მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან (მსს ფასს-ის მიხედვით)

👤ლექტორი: ლელა კუპრაშვილი

📅ჩატარების თარიღი: 30.06.2026

🕒დაწყების დრო: 15:00

🕒ხანგრძლივობა: 3 სთ

🔗რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:

https://forms.gle/vfcwMXmbFLUWfwtM9
-------------------------------------------------------------------

🔹სემინარში მონაწილეობის გადასახდელი:

ბაფის წევრებისთვის - 15 ლარი, დღგ-ს ჩათვლით

ბაფის არაწევრებისთვის - 30 ლარი, დღგ-ს ჩათვლით

საკონტაქტო პირი:

📞579 219 373 ნინო ლაღიძე

🔹ბაფის სემინარები 2026 - 4.  სამართლიანი ღირებულების შეფასება🔹მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო, ბაფის წევრებისთვის 202...
03/06/2026

🔹ბაფის სემინარები 2026 - 4. სამართლიანი ღირებულების შეფასება

🔹მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო,

ბაფის წევრებისთვის 2026 წელს დაგეგმილი სემინარების ფარგლებში მიმდინარეობს ივნისის თვის სემინარზე რეგისტრაცია.

🔹სემინარი ჩატარდება ონლაინ, პროგრამა ზუმის საშუალებით. (ზუმის ლინქს მიიღებთ 2 დღით ადრე სემინარის დაწყებამდე)



📨რეგისტრაციისთვის აუცილებელი პირობაა ქვემოთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმის შევსება და გადახდის დამადასტურებელი საბუთის გამოგზავნა ბაფის მეილზე: [email protected] არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივნისამდე.



💳გადახდა უნდა მოხდეს ბაფის საბანკო ანგარიშზე:

სს თიბისი ბანკი - კოდი: TBCBGE 22, ა/ა GE83TB0600000000700665

სს საქართველოს ბანკი - კოდი BAGAGE22, ა/ა GE30BG0000000525708648



⚠️დანიშნულებაში მიუთითეთ: თქვენი სახელი, გვარი, სემინარის დასახელება





🔹სემინარი 3. კონტროლირებადი ოპერაციები და ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება

👤ლექტორი: დავით მამრიკიშვილი

📅ჩატარების თარიღი: 18.06.2026

🕒დაწყების დრო: 15:00

🕒ხანგრძლივობა: 3 სთ


სილაბუსი:


🔹განსახილველი საკითხი

📌როდის გვჭირდება სამართლიანი ღირებულების
შეფასება;

📌რა არის სამართლიანი ღირებულება;

📌სამართლიანი ღირებულების შეფასების მეთოდები;

📌სამართლიანი ღირებულების იერარქია;

📌განმარტებითი შენიშვნები;

📌დისკუსია და კითხვა-პასუხი



🔹სემინარში მონაწილეობის გადასახდელი:

ბაფის წევრებისთვის - 15 ლარი, დღგ-ს ჩათვლით

ბაფის არაწევრებისთვის - 30 ლარი, დღგ-ს ჩათვლით

საკონტაქტო პირი:

📞579 219 373 ნინო ლაღიძე

=====================================

სემინარზე დასარეგისტრირებლად შეავსეთ ქვემოთ მოცემული ველები.

შემდგომ ინფორმაციებს სემინარის თაობაზე მიიღებთ თქვენს მიერ მითითებულ მეილზე (გთხოვთ, ყურადღებით ჩაწეროთ თქვენი მეილი).



🔗რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSez1XPK6QL--1TcakpWuyhZzyvHVBIRPgVrLrKpiJgV0TVrAQ/viewform

საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია 30 წლის იუბილე
01/06/2026

საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია 30 წლის იუბილე

▶ ეწვიეთ ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალურ საიტს🔗 https://www.imedi....

💼 BAF-ის საიუბილეო საერთო კრება და უმაღლესი პროფესიული ჯილდო🔹30 მაისს გაიმართა საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდ...
01/06/2026

💼 BAF-ის საიუბილეო საერთო კრება და უმაღლესი პროფესიული ჯილდო

🔹30 მაისს გაიმართა საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (BAF) დაარსებიდან 30 წლის იუბილე და ყოველწლიური საერთო კრება.

🔹ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ემოციური მომენტი გახლდათ პროფესიული ღირსების ორდენით დაჯილდოების ცერემონია. პროფესიის განვითარებაში, წლების განმავლობაში გაწეული დაუღალავი შრომისა და განსაკუთრებული ღვაწლისთვის ორდენი გადაეცათ:

🎖️რევაზ ძაძამიას

🎖️ლავრენტი ჭუმბურიძეს

🔹BAF-ის გუნდი ულოცავს ბატონ რევაზსა და ბატონ ლავრენტის ამ დამსახურებულ აღიარებას. თქვენი მაგალითი და გამოცდილება ჩვენი პროფესიული საზოგადოების მთავარი დასაყრდენია.

🔹კიდევ მრავალ წარმატებულ წელს ვუსურვებთ ფედერაციასა და მის თითოეულ წევრს! 🚀

ℹ️29 მაისს ჩატარდა მასშტაბური კონფერენცია, რომელიც ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს ცვ...
01/06/2026

ℹ️29 მაისს ჩატარდა მასშტაბური კონფერენცია, რომელიც ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს მიეძღვნა.

🔹ტექნოლოგიური პროგრესი, გლობალური ეკონომიკური პროცესები და ინსტიტუციური რეფორმები სწრაფად ცვლის ჩვენს პროფესიას. თანამედროვე გარემო კი ჩვენგან ახალ მიდგომებს მოითხოვს:

🔹ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებას;

🔹საჯარო სექტორის ფინანსური მართვის სისტემების განვითარებას;

🔹პროფესიული განათლების გაძლიერებასა და ეთიკური სტანდარტების უზადო დაცვას.

🔹კონფერენციის მთავარი მიზანი საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და პროფესიული საზოგადოების კიდევ უფრო გაძლიერება იყო.

30/05/2026

ℹ️საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია (ბაფი) 30 წლის იუბილეს საერთაშორისო კონფერენციით აღნიშნა.

🔹რიგით მე-13 საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „პროფესიული გამოწვევები და შესაძლებლობები ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში“

🔹AI და ბუღატრული სფეროს ტექნოლოგიური ტრასფორმაცია.

28/05/2026
🔹საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია (ბაფი) 30 წლის იუბილეს საერთაშორისო კონფერენციით აღნიშნავს🕒დრ...
27/05/2026

🔹საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია (ბაფი) 30 წლის იუბილეს საერთაშორისო კონფერენციით აღნიშნავს

🕒დრო: 29 მაისი, 09:30

📍ადგილი: ექსპო ჯორჯია, საკონფერენციო დარბაზი 3

🔹რიგით მე-13 საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „პროფესიული გამოწვევები და შესაძლებლობები ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში“29 მაისს გაიმართება.

🔹კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების, აუდიტური კომპანიების, პროფესიული გაერთიანებების, ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC), ბრიტანეთის სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA), საერთაშორისო ბუღალტერთა ასოციაციის (AIA), მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, ინგლისის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ესტონეთისა და სხვა ქვეყნების პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

🔹დისკუსიების ერთ-ერთი მთავარი თემა ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია და ახალი პროფესიული კომპეტენციები, მათ შორის ბუღალტრულ პრაქტიკაში ხელოვნური ინტელექტისა და ავტომატიზაციის როლი იქნება.

ℹ️ღონისძიება ღიაა მედიის წარმომადგენლებისთვის

🔗დაწვრილებით იხილეთ ღონისძიების პროგრამა:https://78829f2e-ba8d-45fc-a778-e2401367b5d4.usrfiles.com/ugd/78829f_c29cd8770b6249a2a4ab6ee7a7a47472.pdf

🎉BAF-ი გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!🎉
25/05/2026

🎉BAF-ი გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!🎉

Address

61, Tsereteli Avenue
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

235 67 56

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია:

Share