01/04/2026
რა განსხვავებაა ინდმეწარმესა და შპს-ს შორის?
ბიზნესის დაწყებისას ხშირად ჩნდება კითხვა — სჯობს ინდივიდუალური მეწარმე (ინდმეწარმე) თუ შპს (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება).
ინდმეწარმე არის პირი, რომელიც ბიზნეს საქმიანობას ახორციელებს საკუთარი სახელით. ამ შემთხვევაში მეწარმე პირადად აგებს პასუხს ბიზნესის ვალდებულებებზე.
შპს კი არის იურიდიული პირი, რომელიც ცალკე ერთეულად ითვლება. კომპანიის ვალდებულებებზე პასუხისმგებლობა ძირითადად შემოიფარგლება კომპანიის ქონებით.
ძირითადი განსხვავებები:
• ინდმეწარმე – რეგისტრაცია მარტივია და ბუღალტერიაც შედარებით მარტივი
• შპს – კომპანიისა და პირადი ქონების გამიჯვნა
• ინდმეწარმე – ხშირად იყენებენ მცირე ბიზნესის სტატუსს (1% ბრუნვიდან)
• შპს – უფრო გავრცელებულია საშუალო და დიდი ბიზნესისთვის
რომელი ფორმა ჯობს, დამოკიდებულია ბიზნესის ტიპზე, ბრუნვაზე და განვითარების გეგმებზე.
ბიზნესის დაწყებამდე მნიშვნელოვანია სწორად შეირჩეს სამართლებრივი ფორმა, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ საგადასახადო და ფინანსური რისკები.
თუ გჭირდებათ ბუღალტრული მომსახურება ან საგადასახადო კონსულტაცია, Finway დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესისთვის სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
📞 დაგვირეკეთ: 577 77 66 55