Education Management Centre

Education Management Centre Educational Organization

30/10/2025

#განცხადება

📢 გადასახადის გადამხდელთა ინტერესებიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დეტალურად განმარტავს იმ პირთა კატეგორიას, რომელთაც 1 ნოემბრის ჩათვლით, ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება წარმოეშობათ.

დეკლარაციის წარდგენა ევალება ფიზიკურ პირს, მათ შორის მეწარმე ფიზიკურ პირს: თუ, პირის და მისი ოჯახის წევრების შემოსავალი გასული (2024) წლის მიხედვით აღემატება 40 000 ლარს და საკუთრებაში აქვთ დასაბეგრი ქონება (უძრავი ქონება, მათ შორის დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათი ნაწილი, იახტა (კატარღა), შვეულმფრენი, თვითმფრინავი და მსუბუქი ავტომობილ(ებ)ი (გარდა მოტოციკლისა და მოპედისა) და სხვა.

ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში კი, ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები, მოწყობილობები და სხვა.

დეტალური ინფორმაცია, ფიზიკურ პირთა მიერ ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, მათ შორის ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გამომთვლელი ასევე, ვიდეო ინსტრუქცია და გზამკვლევი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1

https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589

ვიდეო ინსტრუქცია:

https://www.youtube.com/watch?v=9iMXptuh5ro

ფიზიკური პირის ქონების გადასახადის ახალი გამომთვლელი:

https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1607

ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - “RS ჩათი“ და “RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299.

ამასთან, დამატებით განვმარტავთ, რომ დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება არ წარმოეშობა პირს, თუ გასულ საგადასახადო წელს წარდგენილი აქვს დეკლარაცია ან დარიცხული აქვს გადასახადი და არ იცვლება მონაცემები (სისტემა ავტომატურად მოახდენს წინა წლის ინფორმაციის რეგისტრაციას).

ხაზგასმით გვინდა განვმარტოთ, რომ მოქმედი კანონმდებლობით, არანაირი ცვლილება, დასაბეგრი ქონების წლიური დეკლარაციის წარდგენისა და ადმინისტრირების ნაწილში არ განხორციელებულა, შესაბამისად მეწარმე სუბიექტები/ფიზიკური პირები ვალდებული არიან წარდგენილ დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ, შეიტანონ გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს და ფინანსური/საბუღალტრო/საკონსულტაციო მომსახურების განმახორციელებელ კომპანიებს, ასევე ცალკეულ ექსპერტებს თავი შეიკავონ ცრუ, გადასახადის გადამხდელებისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

#ფინანსთასამინისტრო
#შემოსავლებისსამსახური

19/03/2025

📍 2022 წლის პირველ იანვრამდე რეგისტრირებული საწარმოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვადა 2026 წლის პირველ აპრილამდე გაგრძელდა.

🔹სარეგისტრაციო პროცედურის გავლა სავალდებულოა:

➡️შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის
➡️სააქციო საზოგადოებისთვის
➡️ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის
➡️კომანდიტური საზოგადოებისთვის
➡️კოოპერატივისთვის
➡️უცხოური საწარმოს ფილიალისთვის

🔹 გაიარეთ რეგისტრაცია და შეუსაბამეთ სარეგისტრაციო მონაცემები საერთაშორისო სტანდარტებს!

22/08/2023
გაცვლის (ბარტერული) ოპერაციების შემთხვევაში დღგ-ით დასაბეგრი თანხის საბაზრო ფასით განსაზღვრა
19/08/2023

გაცვლის (ბარტერული) ოპერაციების შემთხვევაში დღგ-ით დასაბეგრი თანხის საბაზრო ფასით განსაზღვრა

საინფორმაციო და მეთოდოლოგიური ჰაბი

ცვლილება მოგების გადასახადის ყოველთვიურ და საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში
10/08/2023

ცვლილება მოგების გადასახადის ყოველთვიურ და საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში

მადლობას გიხდით რომ გვეხმრებით სერვისის გაუმჯობესებაში

🥲🥲🥲
07/08/2023

🥲🥲🥲

EMC გთავაზობთ საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შემდეგ მომსახურებას:✅პირველადი საბუღალ...
15/07/2023

EMC გთავაზობთ საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შემდეგ მომსახურებას:
✅პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის შემოწმება და კონსულტაციების გაწევა;
✅ბუღალტრულ პროგრამაში მონაცემების ასახვა;
✅არასრულყოფილი ბუღალტრული აღრიცხვის სისტემის მოწესრიგება;
✅სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება;
✅მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით გადასახადების გაანგარიშება, საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და გაგზავნა;
✅ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
✅ნებისმიერი სახის სააღრიცხვო ინფორმაციის მომზადება და წარდგენა სხვადასხვა სტრუქტურებში;

თბილისი, წერეთლის გამზ. 49/51
ტელ: 5(91)341599
See less

ანგარიშვალდებული პირების რეგისტრაცია 1 ივლისამდე!
30/06/2023

ანგარიშვალდებული პირების რეგისტრაცია 1 ივლისამდე!

ბუღალტრული აღირცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხევდელობის სამსახური

28/05/2023

🔹 25 და 29 მაისს, 14:00 საათზე, SARAS-ი პროფესიული მომსახურების გამწევ ბუღალტრებთან და საბუღალტრო ფირმებთან საინფორმაციო სახის შეხვედრას გამართავს Webex-ის მეშვეობით.

✅ 25 მაისის შეხვედრაზე დასასწრებად, დარეგისტრირდით ბმულზე: https://bit.ly/3O1KFyK

✅ 29 მაისის შეხვედრაზე დასასწრებად, დარეგისტრირდით ბმულზე: https://bit.ly/3O0oqZL

შეხვედრის განსახილველ საკითხს წარმოადგენს ,,პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრების სახელმწიფო რეესტრისა და საბუღალტრო ფირმების სახელმწიფო რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების წესის, მათი სტრუქტურისა და ფორმის, მათში ასახული ინფორმაციის ნუსხის და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის დამტკიცების თაობაზე“ წესი და რეესტრების ელექტრონული ფორმით წარმოების საკითხები.

წესი მიზნად ისახავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში SARAS-ის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების იდენტიფიცირებას და აღრიცხვას, რაც ხელს შეუწყობს ერთი მხრივ აღნიშნული პირების ცნობიერების ამაღლებასა და მათ მიერ კანონთან და საერთაშორისო რეკომენდაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის გამარტივებას, ხოლო მეორე მხრივ SARAS-ის გამართულ რისკზე დაფუძნებულ ზედამხედველობას ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმებით.

📌 გაცნობებთ, რომ რეესტრები SARAS-ის ვებგვერდზე განთავსდება 29 მაისიდან.

16/03/2023

ბუღალტრული აღირცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხევდელობის სამსახური

დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე
18/01/2023

დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე

შემოსავლების სამსახური - infohub.rs.ge

Address

თბილისი, წერეთლის გამზ. 49
Tbilisi
0119

Opening Hours

Monday 10:00 - 21:00
Tuesday 10:00 - 21:00
Wednesday 10:00 - 21:00
Thursday 10:00 - 21:00
Friday 10:00 - 21:00
Saturday 10:00 - 21:00
Sunday 10:00 - 21:00

Telephone

5(77)141599

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Education Management Centre posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share