02/20/2026
✨ მოგესალმებით ყველას — როგორც Taxpayers-ს, ასევე Tax Preparers-ს! ✨
ბოლო პერიოდში რამდენიმე მომხმარებელმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ გარკვეული “ბუღალტრები”, რომლებიც ნიუ იორკის შტატში საქმიანობენ, 2025 წლის ოვერთაიმის შემოსავალს არასწორად ასახავენ და მომხმარებლებს თითქოს „ათასობით დოლარს უბრუნებენ უკან“.
⚠️ გთხოვთ გაითვალისწინოთ: შეღავათი ვრცელდება მხოლოდ ოვერთაიმ პრემიუმზე და არა მთელ ოვერთაიმ შემოსავალზე. სრული ოვერთაიმის ხელოვნურად ჩაწერა არ არის კანონიერად სწორი.
👉 ასეთმა ქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს აუდიტი, რის შედეგადაც მოგიწევთ უკან დააბრუნოთ არასწორად მიღებული თანხა და დამატებით გადაიხადოთ ჯარიმებიც.
📌 რა არის ოვერთაიმ პრემიუმი?
ეს არის სხვაობა თქვენს ჩვეულებრივ საათობრივ ანაზღაურებასა და ოვერთაიმ ტარიფს შორის, რომელიც მრავლდება შესრულებულ ოვერთაიმ საათებზე.
გისურვებთ მშვიდ და წარმატებულ საგადასახადო წელს! 💼📊
თუ გაქვთ კითხვები, ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ.