BFA Accounting • ბფა აქაუნთინგი

BFA Accounting • ბფა აქაუნთინგი ბუღალტრული და საფინანსო მომსახურება, ბიზნეს სტრატეგია და მართვა / Financial services, TAX Obligation, Accounting, Auditing and Outsourcing

გვინდა გაცნობოთ, რომ 2026 წლის 24 თებერვალს შევიდა ცვლილება საგადასახადო კანონმდებლობაში, რომლის თანახმად მარტის თვის მო...
19/03/2026

გვინდა გაცნობოთ, რომ 2026 წლის 24 თებერვალს შევიდა ცვლილება საგადასახადო კანონმდებლობაში, რომლის თანახმად მარტის თვის მოგების დეკლარაციაში წარდგენილი უნდა იქნეს ინფორმაცია კომპანიის მიერ გასული წლის განმავლობაში განხორციელებული საერთაშორისო კონტროლირებული (ურთიერთდამოკიდებულ პირებთან) ოპერაციების შესახებ. კერძოდ, თუ კომპანიას ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებული აქვს ერთი ან რამოდენიმე ფინანსური, ან კომერციული ოპერაცია:
- საქონლის/მომსახურების მიწოდება/შესყიდვა;
- აქტივების მიწოდება/შესყიდვა;
- მიღებული/გაცემული სესხი;
- საპროცენტო შემოსავალი/ხარჯი;
- მიღებული/გაცემული გარანტია;
- გადახდილი/მიღებული როიალტი;
- ბიზნესის რესტრუქტურიზაცია.
- სხვა ფინანსური da კონტროლირებული ოპერაციები, მათ შორის უსასყიდლოდ განხორციელებული და ბარტერული ოპერაციები;
და 2025 კალენდარული წლის განმავლობაში, ამ ოპერაციათა ჯამური ღირებულება აღემატება 500 000 ლარს, კომპანია ვალდებულია მარტის თვის დეკლარაციაში წარადგინოს:
- ინფორმაცია ხელშეკრულების დადების თარიღის, მოცულობის, ვალუტის და დებიტორული/კრედიტორული დავალიანების შესახებ;
- კონტრაქტორი (ურთიერთდამოკიდებული) პირის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, რეზიდენტობა და ურთიერთდამოკიდებულების ფორმა.
- ინფორმაცია ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ფლობის შესახებ (მაქვს/არ მაქვს/მზადდება/ვაპირებ მომზადებას)
500000 ლარ ჯამურ მოცულობაში გაითვალისწინება ასევე უსასყიდლოდ გაწეული კონტროლირებული ოპერაციების საბაზრო ღირებულება და არსებული კრედიტორული ან/და დებიტორული დავალიანების მოცულობა.
საგადასახადო კოდექსი ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის დადებულ ნებისმიერ გარიგებას განიხილავს კონტროლირებად ოპერაციად, ხოლო პირებს ურთიერთდამოკიდებულად განიხილავს თუ:
- პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს საწარმოს 50 პროცენტზე მეტს;
- პრაქტიკულად ახორციელებს საწარმოს სამეწარმეო გადაწყვეტილებების კონტროლს;
- ერთი და იგივე პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ორი პირის მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში.
- პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი;
- პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს;
ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია;
- პირი შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნის რეზიდენტია:
- პირს აქვს მუდმივი დაწესებულება (ფილიალი, წარმომადგენლობა და სხვა);
კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას.
გამომდინარე აქედან, გარიგების ფასსა და საბაზრო ფასს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, არსებული სხვაობა დაიბეგრება მოგების გადასახადით 15%-ის ოდენობით.

შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებhttps://matsne...
28/02/2026

შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
https://matsne.gov.ge/ka/document/view/6791218?publication=0&fbclid=IwY2xjawQP8P9leHRuA2FlbQIxMQBzcnRjBmFwcF9pZBAyMjIwMzkxNzg4MjAwODkyAAEeueujNcC0mA8b9RoIJNiuOS0MxvtLgzdmQolrtoFbsMXBbl3CBSgKw8kXC_k_aem_XyK_h1Y2rX61ffA1cCm2xg

გამოცდილება თქვენი ბიზნესის წარმატების მთავარი პირობაა. 💼 ბფა აქაუნთინგში-ში ჩვენ მხოლოდ ციფრებს არ აღვრიცხავთ, ჩვენ გთა...
28/01/2026

გამოცდილება თქვენი ბიზნესის წარმატების მთავარი პირობაა. 💼 ბფა აქაუნთინგში-ში ჩვენ მხოლოდ ციფრებს არ აღვრიცხავთ, ჩვენ გთავაზობთ საიმედო ფინანსურ მომსახურებას.

დეტალური ბუღალტერიიდან რთულ საგადასახადო დაგეგმვამდე, ჩვენი სერტიფიცირებული გუნდი თქვენი გრძელვადიანი წარმატების საიმედო პარტნიორია. 🏛️

ბფა აქაუნთინგი - თქვენი ფინანსური მრჩეველი.

🔗 დაჯავშნეთ პროფესიონალური კონსულტაცია ბიოში მოცემულ ბმულზე.

Experience matters when it comes to your business. 💼 At BFA Accounting, we provide more than just numbers, we provide clarity and confidence.

From meticulous bookkeeping to complex tax planning, our certified team is your partner in long-term success. 🏛️

BFA Accounting - your financial advisor.

🔗 Book a professional consultation at the link in our bio.

#ბუღალტერია #ფინანსურიექსპერტი #თბილისი #ბიზნესი #ბიზნესისთვის

26/01/2026
ბფა აქაუნთინგი გილოცავთ ახალ 2026 წელს და გისურვებთ წარმატებას, კეთილდღეობას და ბედნიერებას. მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ე...
01/01/2026

ბფა აქაუნთინგი გილოცავთ ახალ 2026 წელს და გისურვებთ წარმატებას, კეთილდღეობას და ბედნიერებას.
მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად.

28/12/2025

გამოცდილება თქვენი ბიზნესის წარმატების მთავარი პირობაა. 💼 ბფა აქაუნთინგში-ში ჩვენ მხოლოდ ციფრებს არ აღვრიცხავთ, ჩვენ გთავაზობთ საიმედო ფინანსურ მომსახურებას.

დეტალური ბუღალტერიიდან რთულ საგადასახადო დაგეგმვამდე, ჩვენი სერტიფიცირებული გუნდი თქვენი გრძელვადიანი წარმატების საიმედო პარტნიორია. 🏛️

ბფა აქაუნთინგი - თქვენი ფინანსური მრჩეველი.

🔗 დაჯავშნეთ პროფესიონალური კონსულტაცია ბიოში მოცემულ ბმულზე.

Experience matters when it comes to your business. 💼 At BFA Accounting, we provide more than just numbers, we provide clarity and confidence.

From meticulous bookkeeping to complex tax planning, our certified team is your partner in long-term success. 🏛️

BFA Accounting - your financial advisor.

🔗 Book a professional consultation at the link in our bio.

#ბუღალტერია #ფინანსურიექსპერტი #თბილისი #ბიზნესი #ბიზნესისთვის

⏳დაზოგეთ თქვენი დრო და რესურსებიბუღალტერიის წარმოება კი ანდეთ BFA Accounting-ის პროფესიონალებს 👩‍💻 რატომ ჩვენ? ✅ მრავალწ...
07/11/2025

⏳დაზოგეთ თქვენი დრო და რესურსები
ბუღალტერიის წარმოება კი ანდეთ
BFA Accounting-ის პროფესიონალებს 👩‍💻

რატომ ჩვენ?

✅ მრავალწლიანი გამოცდილება;
✅ დეტალებზე ორიენტირებულობა;
✅ ვადების დაცვა;
✅ გამჭირვალე კომუნიკაცია;
✅ გონივრული ფასები.

🎁 პირველი კონსულტაცია უფასოდ❗️

☎️ მოგვწერეთ, ან დაგვიკავშირდოთ მითითებულ ნომრებზე:
511 721 021
577 477 444
🌐 www.bfaaccounting.net
📍წერეთლის 116, დიდუბე პლაზა

Address

116, Tsereteli Avenue
Tbilisi
0119

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when BFA Accounting • ბფა აქაუნთინგი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share